შეთანხმება რკინიგზის პროფკავშირებთან

„საქართველოს რკინიგზასა“ და „რკინიგზელთა ახალ პროფკავშირს“ შორის შეთანხმება მიღწეულია. რკინიგზელთა დაანონსებული მასშტაბური გაფიცვა აღარ შედგება. „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მხარეებს შორის მედიაციის პროცესი წარმატებით დასრულდა და სადავო საკითხები უკვე მოგვარებულია.

„საქართველოს რკინიგზის“ მენეჯმენტის მიერ დაგეგმილი ხელფასების 10%-ნი მატება 2020 წლის მარტის ნაცვლად, მიმდინარე წლის დეკემბრიდან დაიწყება. ამასთან, რკინიგზელები პრემიებისგან დამოუკიდებლად, 200 ლარს საჩუქრად მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, რკინიგზელეთა ნაწილმა აქციები და გაფიცვები 4 აგვისტოს დააანონსა. „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების“ წევრები ანაზღაურების 50%-ით გაზრდას მოითხოვდნენ.