სარკინიგზო მოძრაობა შეფერხებულია

ამ დრომდე უცნობია როდის აღდგება სარკინიგზო მოძრაობა. „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, მეწყერმა მნიშვნელოვნად დააზიანა საკონტაქტო ქსელი და ლიანდაგები, ამიტომ, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აღნიშნულ მონაკვეთზე მგზავრთა გადაადგილება მიზანშეწონილი არ არის.

კომპანიის განმარტებით, ადგილზე საქართველოს რკინიგზის ბრიგადები არიან მობილიზებული და აქტიურად მუშაობენ.

სტიქიის გამო, ყველა რეისი შეჩერებულია, მგზავრებს კი კომპანია ბილეთის საფასურს სრულად აუნაზღაურებს.

ხარაგაულში მეწყერში მოყოლილ ადამიანს ეძებენ