ხარაგაულში მეწყერში მოყოლილ ადამიანს ეძებენ

15:05, 02.07.2023

ხარაგაულის სოფელ მარელისში, რკინიგზის სადგურზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, ადამიანს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ის დაახლოებით 77 წლამდე მამაკაცია, რომელიც სადგურზე დარაჯად მუშაობდა.

ტერიტორიაზე ამ დროისთვის მაშველები მუშაობენ და გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ.

ადგილზე იმყოფება „მოამბის“ ჟურნალისტი ნინო ფისაძე.

მოამბე

მსგავსი