შეფერხება რკინიგზაზე

სამგზავრო მატარებლების მოძრაობა სრულად აღდგენილია. ტექნიკური პრობლემის გამო, ოთხ მიმართულებაზე შეფერხება იყო. ზუგდიდი-თბილისი, თბილისი-ბათუმი, თბილისი-ფოთი და ბათუმი-თბილისის მატარებლებზე მაღალი ძაბვის ხაზები გაწყდა, რამაც რკინიგზის საკონტაქტო ხაზის დაზიანება და მატარებლების მოძრაობის შეჩერება გამოიწვია. აღდგენითი სამუშაოები მომხდარიდან დაუყოვნებლივ დაიწყო და მოძრაობა დაახლოებით სამ საათში განახლდა. საქართველოს რკინიგზამ ინფორმაცია მომხდარის შესახებ მგზავრებს მატარებლების გაჩერებისთანავე მიაწოდა. ყველა მიმართულებით მოძრავი მატარებლების მგზავრებისთვის კომპანიამ სასმელი წყლისა და საკვების მიტანა უზრუნველყო.