„საქართველოს რკინიგზის“ 2023 წლის გეგმები

„საქართველოს რკინიგზის“ 2023 წლის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა პრემიერმა რკინიგზის დირექტორთან და ეკონომიკის მინისტრთან. სამუშაო შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ 2022 წელი „საქართველოს რკინიგზისთვის“ საუკეთესო წელი იყო მოგების თვალსაზრისით და მოგებამ შეადგინა 283 მილიონი ლარი, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ასევე, რეკორდული იყო გადაზიდვების მაჩვენებელი და გადაზიდვების მიმართულებით წლიური ზრდა 22% იყო. იმსჯელეს რკინიგზის განვითარების სამომავლო გეგმებზე.

აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს იყო პროგრესი მოდერნიზაციის კუთხით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირებას ითვალისწინებს.