საქართველოს რკინიგზამ ახალი ევრობონდები გამოუშვა

საქართველოს რკინიგზის 500 მილიონი დოლარის მწვანე ბონდებზე მოთხოვნამ 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. კომპანია წელიწადში დაახლოებით 20 მილიონ დოლარს დაზოგავს. საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების მწვანე ობლიგაციები განათავსა. საპროცენტო განაკვეთი განახევრდა და 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა. ახალი ობლიგაციებით საქართველოს რკინიგზამ 2012 წლის ივლისში გამოშვებული ევროობლიგაციების რეფინანსირება მოახდინა.