ერაყში საპროტესტო ტალღა განახლდა.
ბოლო დღეებში მომხდარ შეტაკებებს 76 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი 900-ს აჭარბებს. უფლებადამცველი ორგანიზაციები ხელისუფლებას დემონსტრანტთა მიმართ ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ და კონკრეტულ ფაქტებზე გამოძიების სასწრაფოდ დაწყებას ითხოვენ. სამთავრობო პოლიტიკით და ქვეყანაში არსებული სოციალური ფონით უკმაყოფილო მოქალაქეები უკან დახევას არ აპირებენ.