ირანელ ქალთა სოლიდარობის აქცია

საქართველოში მყოფი ირანის მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან სოლიდარობის აქციას მართავენ. ისინი ირანის რეჟიმს აპროტესტებენ და ყველა იმ პირის დასჯას ითხოვენ, რომლებმაც 22 წლის მაჰსა ემინის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა და დემონსტრანტების მიმართ ძალა გამოიყენა.

ირანში საპროტესტო ტალღა 16 სექტემბრის შემდეგ არ წყდება. 13 სექტემბერს ე.წ.-მა მორალის პოლიციამ 22 წლის მაჰსა ემინი ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო დააკავა, მოგვიანებით კი მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. რამდენიმე დღის წინ კი მედიის ცნობით, ირანის ქალაქ არდებილში უსაფრთხოების ძალებმა 15 წლის სკოლის მოსწავლე სცემეს – გოგონა დაიღუპა.