შეტაკებები და მსხვერპლი ერაყში

ერაყში საპროტესტო ტალღა განახლდა.

ბოლო დღეებში მომხდარ შეტაკებებს  76 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი 900-ს აჭარბებს. უფლებადამცველი ორგანიზაციები ხელისუფლებას დემონსტრანტთა მიმართ ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ და კონკრეტულ ფაქტებზე გამოძიების სასწრაფოდ დაწყებას ითხოვენ. სამთავრობო პოლიტიკით და ქვეყანაში არსებული სოციალური ფონით უკმაყოფილო მოქალაქეები უკან დახევას არ აპირებენ.