ხუთი ადამიანი დაშავდა შერმადინის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად. ყველა მათგანი საავადმყოფოშია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა მშენებარე სახლში მოხდა. აფეთქებას კედლების ნგრევა მოჰყვა. რამ გამოიწვია ინციდენტი, ჯერჯერობით, უცნობია. საქმის მოკვლევა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო.
გენო ოსიყმაშვილი იმყოფება შემთხვევის ადგილზე – პირველ რიგში, როგორია დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა ვერსიებზე საუბრობს გამოძიება?