ერთი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
კახეთის გზატკეცილზე ერთმანეთს სატვირთო მანქანა და ყვითელი სამარშრუტო ტაქსი შეეჯახნენ. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.