ტრაგედია ბორჯომში. ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. ავტომობილი მდინარეში გადავარდა.
შემთხვევა მწვანე მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა, ერთ-ერთი მდინარე მტკვარში გადავარდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის განცხადებით, 17 წლის ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მანქანაში ბორჯომის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები ისხდნენ, რომლებიც დღეს ბოლო ზარს აღნიშნავდნენ.