ქართველი მოსწავლეების წარმატება

ოქროს შვიდი და ვერცხლის ერთი მედალი, მსოფლიო ნაკრების სახელით კი გიმნაზიადის თასი – ამ მნიშვნელოვანი შედეგით დაბრუნდა ბრაზილიიდან თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველ მოსწავლეთა ნაკრები. მოსწავლეები 19 აგვისტოდან 27 აგვისტომდე რიო დე ჟანეიროში იმყოფებოდნენ და 15 წლამდელთა სასკოლო მსოფლიო ოლიმპიადაში – გიმნაზიადაში მონაწილეობდნენ. სასკოლო მსოფლიო ოლიმპიადის ჩემპიონები გახდნენ: მათე ცინაძე – ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლა, დავით პაპუკიშვილი – გორის მე-9 საჯარო სკოლა, კობა გოგუაძე – ბათუმის 22-ე საჯარო სკოლა, გიგია ლუქუნიძე – რუსთავის მე-15 საჯარო სკოლა, ლუკა ხაინდრავა – თბილისის 139-ე საჯარო სკოლა, ერეკლე თავბერიძე – ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლა, ლუკა მარტიაშვილი – საგარეჯოს მე-3 საჯარო სკოლა, გიმნაზიადის ვიცე ჩემპიონი გახდა დავით შავაძე – წალკის მე-2 საჯარო სკოლა.