მოსწავლეები პირველ არხზე

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „მწვანე სკოლის“ მოსწავლეებს უმასპინძლა. მეოთხეკლასელები ადგილზე გაეცნენ არხის მუშაობის სპეციფიკას. დაათვალიერეს ჟურნალისტების სამუშაო გარემო და მოინახულეს ის სტუდიები, საიდანაც ეთერში თოქშოუები და საინფორმაციო გადაცემები გადის. სხვადასხვა სასწავლებლების აღსაზრდელების სტუმრობა არხის ბოლოდროინდელი ინიციატივა, რომლითაც ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ, მოხვდნენ მათთვის საინტერესო გარემოში.