შემთხვევა ბორჯომის მუნიციპალიტეტში

18:03, 20.05.2022

ტრაგედია ბორჯომში. ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. ავტომობილი მდინარეში გადავარდა.

შემთხვევა მწვანე მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა, ერთ-ერთი მდინარე მტკვარში გადავარდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის განცხადებით, 17 წლის ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მანქანაში ბორჯომის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები ისხდნენ, რომლებიც დღეს ბოლო ზარს აღნიშნავდნენ.​

მსგავსი