მამაკაცი სასულიერო პირებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.
ზემო ბოდბეში მცხოვრები 61 წლის გია გოგოშვილი ყვება, რომ ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მღვდელმსახურმა და სტიქაროსანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. რა მოხდა სინამდვილეში, ამაზე გამოძიება უკვე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით.