შენარჩუნდება, მთლიანად მოიხსნება, თუ ნაწილობრივ შემსუბუქდება 28 ნოემბრიდან ამოქმედებული მკაცრი შეზღუდვები.
ეპიდემიოლოგები მთავრობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რადგან დასტაბილურებული სიტუაცია და ინფიცირებულთა კლების ტენდენცია ცალსახად შეზღუდვებს უკავშირდება. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ბიზნესთან კონსულტაციები დაიწყო. პირველი შეხვედრა მსხვილი სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელებთან გაიმართა. თუ მათი გახსნა გადაწყდა, დიდი ალბათობით სავაჭრო ცენტრებში მოქალაქეთა რიგების მკაცრი კონტროლის მექანიზმები ამოქმედდება. სავაჭრო სექტორი დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული შეთავაზებებით მივიდა.