„მაიმუნის ყვავილი“ - ინფექციონისტების რეკომენდაციები

საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ ეპიდემიოლოგებ განმარტებების გაკეთება უწევთ.

ექიმების ვარაუდით, გადადების გზებიდან გამომდინარე ინფექცია ქვეყანაში მასობრივად არ გავრცელდება. კორონავირუსისგან გასხვავებით, „მაიმუნის ყვავილით“ დაავადებულს სხვა ადამიანის ინფიცირებისთვის სპეციფიკური გარემო და ხანგრძლივი კონტაქტი სჭირდება. თუმცა ქვეყანაში პრევენციულ ზომებს მაინც იღებენ – ნაყიდია ინფექციის სწრაფად დიაგნოსტირებისთვის საჭირო პისიარ-ტესტები, ჯანმო-ს რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა მკურნალობის სტრატეგიაც. დაკვირვება აჩვენებს, რომ ყველა ქვეყანაში ვირუსული ინფექცია ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს.