ეპიდემიური ვითარება საქართველოში

ტურისტული სეზონის ფონზე გაზრდილი მობილობის გათვალისწინებით, ეპიდემიოლოგები მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ბოლო პერიოდში კოვიდით ინფიცირების მაჩვენებლები ქვეყანაში მკვეთრად მომატებულია, რის გამოც სპეციალისტები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გამოყენებისკენ მოგვიწოდებენ.

19 ივლისს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ქვეყანას ოფიციალურად 7 812 ინფიცირებული ჰყავს. რაც ერთი კვირის წინანდელ მონაცემებზე თითქმის 3 000-ით მეტია. გაზრდილია დადებითობის მაჩვენებელიც და თითქმის 11%-ს შეადგენს. სპეციალისტების თქმით, რეალური ციფრები კიდევ უფრო მეტია, ვინაიდან გარკვეულ შემთხვევებში ტესტი ვირუსს, მისი არსებობის მიუხედავად, არ უდასტურებს. ქვეყანაში ამჟამად „ომიკრონისქვეშტამები ცირკულირებს. ვირუსი მსუბუქი მიმდინარეობით გამოირჩევა, თუმცა სწრაფი გადადებით ხასიათდება. პიკს სპეციალისტები აგვისტოს ბოლოდან პროგნოზირებენ. პირბადის გარდა, მთავარ რეკომენდაციად რჩება ვაქცინაცია.

დატოვე კომენტარი