მთავრობის სხდომა

წინა ხელისუფლების დროს შეძენილ ძვირად ღირებულ ვერტმფრენს მთავრობა გამომშვებ ქარხანას უკან გადასცემს, სანაცვლოდ კი სამ ახალ ვერტმფრენს შეიძენს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის მასშტაბით გაჩენილ ხანძრებზე და მათ გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, გამორიცხული არაფერია, მათ შორის არც დივერსიის შესაძლებლობა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ მთავრობის განკარგულებით, თბილისში ზუგდიდსა და ქუთაისში დევნილი ოჯახები ბინებს მიიღებენ.