სამშენებლო კომპანიებს, საგზაო და ინფრასტრუქტურული მიმართულებით გამოსაცხადებელ ტენდერებზე ინფორმაცია წინასწარ ექნებათ. ინფრასტრუქტურის მინისტრმა და გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დღეს ამ თემაზე პირველი შეხვედრა გამართეს.
მაია ცქიტიშვილმა და ირაკლი ქარსელაძემ ბიზნესის წარმომადგენლებს 14 პროექტი გააცნეს, რომლებზეც ტენდერები მაისში გამოცხადდება. ბიუჯეტიდან ამ სამუშაოებისთვის დაახლოებით 78 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება.
კომპანიებს საშუალება ექნებათ ტენდერებისთვის მოემზადონ, რაც შესაძლოა, კონკურენციაზე და სამუშაოს ხარისხზე დადებითად აისახოს.