შოვი - სტიქიის ზონა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი რაჭაშია მობილიზებული. უწყების ცნობით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში სულ 78 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს. ტექნიკის მობილიზება და მუშაობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ შვიდ მდებარეობაზე გრძელდება. ამასთან, დროებითი ხიდის მიმდებარედ, მდინარის კალაპოტის ფორმირებისა და მჟავე წყლებთან შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.