ADB ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს
ADB ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს

აზიის განვითარების ბანკი (ADB) რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას დააფინანსებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, ხევი-უბისას მონაკვეთის დაფინანსების საკითხი, ბანკის მიერ უკვე დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხილა.

აზიის განვითარების ბანკი ასევე ქობულეთის და ბათუმის შემოვლითი გზების მშენებლობას, ქვეშეთი-კობის (EBRD-თან ერთად) და ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზების რეკონსტრუქცია-მშენებლობას აფინანსებს.

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.