ირაკლი ქარსელაძე - ჩქაროსნულ ავტომაგისტრალის პროექტზე სხვადასხვა ტიპის გამოწვევებია, სახეზეა გარკვეული დაგვიანება
ირაკლი ქარსელაძე - ჩქაროსნულ ავტომაგისტრალის პროექტზე სხვადასხვა ტიპის გამოწვევებია, სახეზეა გარკვეული დაგვიანება

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტთან დაკავშირებით სახეზეა გარკვეული დაგვიანება, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან დაკავშირებით არსებობს მიმდინარე პროექტები და სხვადასხვა ტიპის გამოწვევები.

„ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, რომ არსებობს მიმდინარე პროექტები. ამ პროექტებზე არის სხვადასხვა ტიპის გამოწვევები. ვმუშაობთ, როგორც კონტრაქტორებთან, ზედამხედველ ორგანიზაციებთან, ასევე დონორებთან, რათა აღმოვფხვრათ თუ რამე გამოწვევა ან დაგვიანებაა. სახეზეა გარკვეული დაგვიანება, თუმცა მიზეზები არის სხვადასხვა. რა თქმა უნდა, ამაზე ვმუშაობთ”,- განაცხადა ქარსელაძემ.

მისივე თქმით, რიკოთის მონაკვეთი არის გამორჩეული პროექტი, ოთხ სექციად არის დაყოფილი ის მონაკვეთი, რასაც უშუალოდ რიკოთის უღელტეხილი ჰქვია, პროექტი თავისი შინაარსით, ტექნიკურად, არის ძალიან გამომწვევი და სერიოზული.

„სრული მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი დონორი ორგანიზაციებიდან. სრულად არიან ჩართულნი დიზიანის შექმნის საკითხი და ახლა უკვე მივადექით იმ საქმეს, რასაც ჰქვია სატენდერო მოსამზადებელი სამუშაოები. შესაბამისი ღია კარი დღეები ამ დიდი ტენდერებისთვისაც არის გათვალისწინებული და შესაბამისად, ტენდერები ახლო მომავალში გამოცხადდება და გამოქვეყნდება”, – განაცხადა ქარსელაძემ.