შეხვედრა საჯარო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან

„საუბრები ახალ კანონზე“ – „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების გაცნობის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შეხვედრების სერია დაიწყო. პირველი მასშტაბური შეხვედრა დღეს საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ,,ახალი კანონის იმპლემენტაციის შედეგად გაიზრდება მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სტანდარტი, დაიხვეწება კანონმდებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში და შეიქმნება ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგრადი და ეფექტიანი მექანიზმები. შეხვედრას საჯარო სექტორის 250-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.