პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიში

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობა და 2018 წლის საქმიანობა, – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, თამარ ქალდანმა ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში მთავარ პრობლემად ინფორმაციის ნაკლებობა და კონკრეტული პირის პირადი ინფორმაციის არასამსახურებრივი მიზნით გადამოწმების ფაქტები სახელდება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საჯარო და კერძო სექტორში მონაცემების დაცვის შესახებ ინფორმირებულობა გაზრდილია, ასევე მზარდია მოქალაქეთა მიმართვიანობა.  ანგარიშს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მოსმენის შემდეგ სესიაზე გაიტანენ.