კანონპროექტი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ'“

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა გრძელდება. გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღონ. დაგეგმილია დოკუმენტის მეორე და მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით კენჭისყრა. ინიციატივა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და ორი დამოუკიდებელი უწყების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები. გადაიხედა კანონში ცვლილებების ის ნაწილი,  რომელიც აღნიშნული უწყების თანამშრომლების გათავისუფლებას ითვალისწინებდა.