2022 წლის „ევროპული საქმისწარმოების სამუშაო შეხვედრა“

საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2022 წლის „ევროპული საქმისწარმოების სამუშაო შეხვედრას“ მასპინძლობს. შეხვედრა თბილისში იმართება და მას ევროპის 26 ქვეყნის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 50-ზე მეტი დელეგატი ესწრება. ღონისძიება შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სფეროში ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების მიერ ინსპექტირების ჩატარების ეტაპები; მონაცემთა დაცვა სოციალურ მედიაში და გამონაკლისები ეროვნულ კანონმდებლობაში; მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა; პერსონალური მონაცემები და ხელოვნური ინტელექტი.

ღონისძიება ოფიციალურად გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ. შეხვედრას ასევე ესწრებიან საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი ანი ბირგიტ ჰანსენი და საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი ანა მონტავონი.