კანდიდატურების მოსმენა პარლამენტში

დიდი ალბათობით, მომდევნო კვირას გაირკვევა, ვინ უხელმძღვანელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. პარლამენტმა არჩევანი ლელა ჯანაშვილსა და თამარ ალფაიძეს შორის უნდა გააკეთოს. ორივე სამართლის სპეციალისტია. დღევანდელი საკომიტეტო მოსმენის დროს, ჯანაშვილმა კონკურენტთან შედარებით თითქმის სამჯერ მეტი ხმა მიიღო. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულმა კანდიდატებმა დეპუტატების წინაშე ვრცლად ისაუბრეს, რა პრინციპებით იმუშავებენ იმ უწყების ხელმძღვანელის პოზიციაზე, რომელსაც მანამდე ლონდა თოლარაია ხელმძღვანელობდა. შეკითხვები თოლორაიას მიერ მიღებულ გახმაურებულ გადაწყვეტილებებზეც დაისვა. ოპოზიცია არცერთი კანდიდატის მხარდაჭერას არ აპირებს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე პროცესის შეჩერებას ითხოვს. სამართლებრივ დავას კანონდარღვევით გათავისუფლების არგუმენტით, თავად ლონდა თოლორაია აწარმოებს. ახალი კონკურსების გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც წლის ბოლოს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი გაუქმდა და მის ნაცვლად პარლამენტმა ორი სამსახურის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.