საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკას დადებითად აფასებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მისიის ხელმძღვანელის შეხვედრაზე აღინიშნა. საუბრისა, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის მიმდინარეობა და 2020 წლის ძირითადი ფისკალური მაჩვენებლები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და სტრუქტურულ რეფორმებზე.