გაერთიანებული ოპოზიციის, – „ძალა ერთობაშია“ – კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები ქედაში, სოფელ მახუნცეთსა და ჭვანაში ჩავიდნენ.
მოსახლეობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ტურიზმის განვითარების შეფერხებას ასახელებს. გრიგოლ ვაშაძემ ადგილობრივებთან ახალ პროექტებზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, აჭარის რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს.