შეხვედრა მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით

მედიკამენტების ფასების რეგულირებისა და ხარისხის თემაზე დღეს ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. დისკუსიაში სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, კონკურენციის სააგენტოს, პარლამენტისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აღნიშნა, რომ მედიკამენტების ფასები განსაკუთრებულად მაღალია და პრობლემის მოსაგვარებლად ჯანდაცვის უწყება აქტიურად მუშაობს. შეხვედრაზე დაკომპლექტდა სამუშაო ჯგუფი, რომელიც წამლის ფასის რეგულირებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ინიციატივებს შეიმუშავებს და მათ საბოლოოდ საკანონმდებლო სახე მიეცემა.