აქცია სარეაბილიტაციო პროგრამის გაუმჯობესების მოთხოვნით

შშმ ბავშვების მშობლებმა მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სარეაბილიტაციო პროგრამის ძველ გრაფიკზე დაბრუნებასა და თერაპიების დამატებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ აღნიშნული მოთხოვნით 300-მა მშობელმა ჯანდაცვის სამინისტროში განცხადება უკვე შეიტანა. საკითხზე შეხვედრა გაიმართა მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთანაც, თუმცა როგორც მშობლები აცხადებენ, მათი მოთხოვნა ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა.