შეხვედრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს შორის
გაჭიანურებული სასამართლო პროცესები, ონლაინ სესხები, ელექტრონული სამართალწარმოების პროგრამის ეფექტიანობა და სასამართლო საქმეების საძიებო სისტემის დახვეწა – თემებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეკონომიკურ-სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლებთან განიხილავენ.
მიზანი იმ სამართლებრივი საკითხების განხილვაა, რომლებიც გავლენას ახდენენ საქართველოში ბიზნეს-სუბიექტების საქმიანობაზე.