„ქართული ოცნების“ შეთავაზება ოპოზიციას

„ქართული ოცნება“ ოპოზიციისგან პასუხს ელის.

მმართველი გუნდი ოპონენტებს სთავაზობს, რომ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრობის მათთვის მისაღები კანდიდატები დაასახელონ. პროცესი, რომელიც რამდენიმე თვეა, შეჩერებულია, პოლიტიკური დაპირისპირების ახალი თემა ხდება. საბჭოს წევრის ასარჩევად უმრავლესობის 76 ხმა არ კმარა, რის გამოც ოპოზიციასთან პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევაა საჭირო. შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში კანდიდატების შერჩევის პროცესი ხელახლა დაიწყება, რაც გარკვეულ დროსთანაა დაკავშირებული. დრო კი ბევრი არ არის, რადგან იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას ქვეყანას ევროკომისიის მესამე პუნქტიც ავალდებულებს. საბჭოს ხუთი ვაკანტურ ადგილზე დეკემბერში ჩატარებული გასაუბრების შემდეგ 30 კანდიდატი შეირჩა, თუმცა მეხუთე თვეა, საკითხი კენჭისყრაზე არ გასულა, რაშიც ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს ადანაშაულებს.