იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატების არჩევა

ჯერჯერობით უცნობია, გაიმართება თუ არა კონსულტაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის შერჩევის მიზნით. ოპოზიცია მმართველ გუნდს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათი მიზანია, იუსტიციის საბჭოში ისეთი კანდიდატები აირჩიოს, ვინც მათი ინტერესების გამტარებელი იქნება. საპირისპიროს ამტკიცებს „ქართული ოცნება“.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიცია მიზანმიმართულად აჭიანურებს პროცესს, რათა ევროკომისიის 12 რეკომენდაცია არ შესრულდეს. პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი გასულ სასესიო კვირას აირჩია. ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კი რომლიც ასარჩევია, წარდგენილია ოთხი კანდიდატი.