იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატები

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატები დაასახელა: როინ მიგრიაული, სოფიო სოხაძე, გიორგი ტურაზაშვილი.

წევრობის კანდიდატების სია უკვე გადაეცა პარლამენტს. შესარჩევი კონკურსი ადვოკატთა ასოციაციამ 7 ოქტომბერს გამოაცხადა. საერთო ჯამში, სურვილი ექვსმა ადვოკატმა გამოთქვა, აქედან პარლამენტს მხოლოდ სამი წარედგინა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატურას, საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს მომავალში განიხილავენ.

მოამბე