ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თანამედროვე ტექნოლოგიების შემქმნელები და ქალი მეცნიერები, სტუდენტებსა და ახალგაზრდებს შეხვდნენ. მსჯელობა შეეხო გენდერული თანასწორობის მიღწევის ახალ გზებს, რომლებიც ტექნოლოგიებსა და მეცნიერებაში ქალთა აქტიურ ჩართულობას უკავშირდება.
გამომსვლელებმა ტექნოლოგიების ინდუსტრიაში არსებულ საგანმანათლებლო და კარიერულ შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ღონისძიება გაეროს წარმომადგენლობის საქართველოში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, შვედეთისა და ნორვეგიის მთავრობებისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის „ინოვაციების ხელშეწყობის ფონდის“ ორგანიზებით ჩატარდა.