შეხვედრა გორში

სახალხო მოძრაობა, – „არა ნაციზმს,“ – მოსახლეობას გორის რაიონის სოფელ ტყვიავში შეხვდა.

მოძრაობის წევრებმა 2008 წლის ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. მოძრაობის დამფუძნებლის, ია მეტრეველის განცხადებით, მსგავსი შეხვედრების მთავარი მიზანია, თანამოქალაქეებს შეახსენონ ის მძიმე ვითარება და ფაქტები, რასაც ადგილი სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის დროს ჰქონდა და მოუწოდონ მათ, ხმა არ მისცენ „ნაციონალური მოძრაობის“ რჩეულ საპრეზიდენტო კანდიდატს.