სახალხო მოძრაობის განცხადება

სახალხო მოძრაობა, – „არა ნაციზმს,“ – უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჟურნალისტებისგან თავს დაზარალებულად მიიჩნევენ.

ამის შესახებ მოძრაობის წევრებმა და ადვოკატებმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს. მოძრაობის წევრების შეფასებით, ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტები რესპონდენტების უფლებებს არღვევენ.