გია გაჩეჩილაძის განაცხადება

„საქართველოს მარადისობის დღე“- ამ სახელწოდებით, 9 აპრილს ევროპის მოედანზე მდუმარე აქცია გაიმართება. საინიციატივო ჯგუფის წევრები, სახალხო მოძრაობის დაფუძნების ინიციატივით გამოდიან. ერთ-ერთი ორგანიზატორი გია გაჩეჩილაძეა, რომლის განცხადებითაც, ამ დღეს მოქალაქეებს საკუთარი ნების დაფიქსირების შესაძლებლობა ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ექნებათ. ახალი სახალხო ორგანიზაციის დამფინანსებლები ამ ორგანიზაციის შემომწირველები იქნებიან. როგორც გაჩეჩილაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ორგანიზაცია ბოლომდე სახალხო მოძრაობად დარჩება და მას პოლიტიკური მიზნები და ინტერესები არ ექნება.​

„9 აპრილს, 13:00 საათზე ვიკრიბებით „ევროპის მოედანზე“ და გვინდა, დავაფუძნოთ „ქართველი ხალხის მარადისობის დღე“, რომელიც უნდა იქცეს ტრადიციად და საშუალებად ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ხალხმა დააფიქსიროს საკუთარი ნება, ხელისუფლებების თუ საზოგადოების წინაშე“ – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ („უცნობი“) დღევანდელ ბრიფინგზე.

მოამბე