დავით ჭიჭინაძე სახალხო მოძრაობას ჰქმნის

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, დავით ჭიჭინაძე სახალხო მოძრაობას ჰქმნის. რა გეგმები აქვს მოძრაობას, სახელწოდებით „ტრიბუნა“, – ამის შესახებ ჭიჭინაძემ თავად ისაუბრა. დეპუტატი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ეს არის მხოლოდ მოძრაობა და დამფუძნებელთა კრება ოქტომბერში ჩატარდება, სადაც მათი პროგრამაც გახდება ცნობილი.

ჭიჭინაძის თქმით, მოქალაქეებს საკუთარი აზრის გამოთქმისა და მისი ხელისუფლებამდე მიტანის უფლება აქვთ და სწორედ ამას მოემსახურება მათი ორგანიზაცია.  დღეს „ტრიბუნას“ წარმომადგენელი დავით ჭიჭინაძე იყო და შეხვედრაზე მხოლოდ მისი მხარდამჭერები და თანამოაზრეები იმყოფებოდნენ.