პროტესტი მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ

გორის რაიონის სოფელი გუგუტიანთკარი საოკუპაციო რეჟიმის სამიზნედ რჩება.

დასახლებაში რუსი სამხედროები დღესაც გამოჩნდნენ და ხელოვნური ბარიერების აღსამართად უკანონო სამუშაოები განაგრძეს. ამ მომენტისთვის რკინის ბოძები საერთო ჯამში 100-მეტრიან პერიმეტრზეა გავლებული.

მცოცავი ოკუპაციის ფონზე გრძელდება სხვა პროვოკაციული ქმედებებიც. გუგუტიანთკარს დღეს რუსულმა ვერტმფრენმა გადაუფრინა.

საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენების შესახებ საერთაშორისო პარტნიორები ინფორმირებული არიან. სწორედ გუგუტიანკარში განვითარებული პროცესები იყო მთავარი თემა, რომელზეც ქვეყნის პირველი დიპლომატი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ესაუბრა.

ოკუპირებული დისევის მოსაზღვრე სოფელში ხელოვნური ბარიერების მონტაჟი მწვავედ გააკრიტიკეს და სამუშაოების შეწყვეტა მოითხოვეს სხვა ევროპელმა ლიდერებმაც.