ნანა კაკაბაძე "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ ინციდენტზე გამოძიების შეკითხვებს პასუხობს

მოძრაობა  „არა ნაციზმის“ წევრი, ნანა კაკაბაძე “რუსთავი 2”-თან დაკავშირებულ ინციდენტზე გამოძიების შეკითხვებს პასუხობს. ის დიღომში, პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. შენობაში შესვლამდე კაკაბაძემ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის ჯგუფი ოფისში უკანონოდ შეიჭრა და მათი უფლებები არ შელახულა.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დაიწყო. „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი მოძრაობის „არა ნაციზმის“ წევრებს პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.