შრომის ინსპექციისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები ღამის კლუბების ასოციაციის წევრებს შეხვდნენ. შრომის ინსპექციის ინფორმაციით, შეხვედრაზე გასართობი ინდუსტრიის მდგრადი აღდგენისთვის შემუშავებული პროტოკოლის სამუშაო ვერსია და საქმიანობის უსაფრთხო აღდგენის შესაძლებლობები განიხილეს. მათივე ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები და შეჯერებული საკითხები განსახილველად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება.