„ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“, – პროექტის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრი გაფართოებულ შეხვედრას მართავს. შეხვედრის ფარგლებში, გენდერული სტერეოტიპებისა და მავნე წეს-ჩვეულებების, ასევე, სავალდებულო გენდერული კვოტების მექანიზმის ზეგავლენაზე ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკაზე ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია შედგა. პროექტი ხაშურის, ბოლნისის, ქედის, ზუგდიდისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება და მისი მიზანია, გენდერული სამართლიანობის გაუმჯობესება საქართველოში, ქალთა ლიდერობისა და პოლიტიკური მონაწილეობის სფეროებში.