შეხვედრა დევნილებთან

ფოთის სანაპირო დაცვის ბაზასთან მცხოვრებ დევნილებს პრობლემის უმოკლეს ვადაში გადაჭრას დაჰპირდა პრემიერ-მინისტრი. აფხაზეთიდან დევნილმა მოქალაქეებმა, რომლებიც ფოთის სანაპირო დაცვის ბაზასთან ცხოვრობენ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ სანაპირო დაცვის ბაზასთან ახლოს ცხოვრება ჯანმრთელობისთვის მიზანშეწონილი არ არის და სურთ სახელმწიფომ ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ბაზასთან ახლოს 100-მდე ოჯახი ცხოვრობს და მათ პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, საცხოვრებელი სახლებით უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფენ.