დევნილთათვის განკუთვნილი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები

ჯანდაცვის მინისტრმა თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. მაისში დაწყებული მშენებლობის პროცესი გრძელდება. თითქმის დასრულებულია ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, მიმდინარეობს შიდა და ფასადის სამუშაოები. საცხოვრებელ კომპლექსში, ახალი ბინა 2400 ოჯახს გადაეცემა. პროექტის მიხედვით, უნდა აშენდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 11 კორპუსი. მშენებლობის დასრულება პროექტის მიხედვით 2025 წელს არის გათვალისწინებული.