წყალტუბოში ჩართულობის ახალი სივრცე გაიხსნა

12:34, 10.11.2024

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, წყალტუბოში ჩართულობის სივრცე გაიხსნა. ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდასაჭერად, აფხაზეთიდან დევნილ 50 ბენეფიციარს ორი თვის მანძილზე შემეცნებითი და საგანმანათლებლო სახის ტრენინგები ჩაუტარდებათ. პროექტის მიზანი აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების სოციალური ინტეგრაციის გაზრდა და განვითარების ხელშეწყობაა.

მსგავსი