საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ხელაშვილის განცხადებით, ჟიგიმანტას პავილიონისმა თავისი დიპლომატიური მისიით ფიასკო განიცადა, ეს საქართველო-ლიეტუვის ურთიერთობებს ვერ დააზარალებს. დეპუტატის თქმით, ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის საქციელი მიმართული არ იყო საქართველოში კრიზისის განმუხტვისკენ. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ჟიგიმანტას პავილიონისს საქართველოს მოქალაქეებმა მადლობა უნდა გადაუხადონ იმისთვის, რომ ის ძალისხმევას არ ზოგავს, რათა საქართველოში პოლიტიკური კრიზისი აღმოიფხვრას.
მოამბე